Accentnews.ge
ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

03/07/2019 22:24:39 სხვა, მსოფლიო

ლიეტუვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ფერმერები შიშობენ, რომ მოსავლის 50%-ზე მეტს დაკარგავენ.

როგორც ლიეტუვის გარემოს დაცვის მინისტრმა, კესტუტის მაჟეიკამ „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბევრი მდინარე თითქმის დამშრალია, რაც საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას.

2019 წლის ივნისი ლიეტუვის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე გამოდგა. 12 ივნისს ქვეყანაში რეკორდული ტემპერატურა – 35,7 გრადუსი დაფიქსირდა. მაღალი ტემპერატურის გამო, ტყეში ხანძრები მძვინვარებს, როგორც ლიეტუვაში, ისე მეზობელ ლატვიაშიც.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ლიეტუვის მთავრობა ფერმერებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს და ევროკავშირის კანონებს არ დაარღვევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S