
რას ეტყოდა კიკაბიძე პუტინს პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში
03/07/2019 22:01:23 სხვა, საზოგადოება
ქართველი არტისტის ვახტანგ კიკაბიძის განცხადებით,რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედრის შემთხვევაში ეტყოდა, რომ ცუდი სცენარისტია. ამის შესახებ მან რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, მსახიობს რომ ესარგებლა რუსეთში მისი ავტორიტეტითა და პოპულარობით და ეთხოვა შეხვედრა პუტინთან, შეხვედრის შემთხვევაში რას ეტყოდა?
"ვეტყოდი, რომ ძალიან ცუდი სცენარისტია. იცით, რაც ხდება, სწორი არ არის. ჩვენ მართლმადიდებელი ხალხები ვართ, მეგობრული, მაგრამ ყევალფერი საწინააღმდეგოდ ხდება. ღმერთი ყველაფერს ხედავს. მესმის, რომ როდესაც ვამბოთ "ღმერთო", ის ოთახში არ შემოვარდება, მაგრამ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ სურს, სჯეროდეს, რომ მაღლიდან ვიღაც მის საქმიანობას თვალყურს ადევნებს და ან შეაქებს, ან დაწყევლის..."
ამავე ინტერვიუში კიკაბიძემ აღნიშნა, რომ 11 წელია რუსეთში არ ყოფილა, უამრავ წერილს იღებს, სწერენ, რომ პოლიიკა სხვაა, მისი სიმღერები სხვა.
"მე "მეგობრობის" ორდენზე ვთქვი უარი, როდესაც დავინახე საქართველოში რუსული ტანკები. შემრცხვა შვილიშვილებისთვის თვალებში შეხედვის, რადგა ის გაიზრდება და შემდეგ სახეში შეგაფურთხებს, რადგან მას უკვე სხვა გონება აქვს – ის თანამედროვე ახალგაზრდაა",– ამბობს კიკაბიძე.
ცნობისთვის: ქართველი არტისტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პრინციპულად ამბობს უარს რუსეთში ვიზიტზე, მიუხედავად არაერთი მოწვევისა და მკვეთრად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. როგორც კიკაბიძეს არაერთგის უთქვამს, მოსკოვში ჩავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "რუსეთი საქართველოს ტერიტორიებიდან ტანკებს გაიყვანს და ტერიტორიებს დააბრუნებს".
შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონი – ცხინვალი და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ე.წ. ბრდერიზაციის პრცესი გრძელდება.