
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები შედგა
14/05/2019 07:31:33 სხვა, მსოფლიო
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განხილვის მთავარი თემა, სირიის ქალაქ იდლიბში ვითარების გამწვავება იყო. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სირიაში მოსკოვისა და ანკარის კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
სატელეფონო საუბარი თუქეთის ლიდერის ინიციატივით გაიმართა. მოლაპარაკებები იდლიბში რუსული ავიაციის მიერ ბოლო პერიოდში გახშირებულ საჰაერო იერიშებს მოჰყვა.