Accentnews.ge
პენტაგონმა  ეროვნული გვარდიის სრული მობილიზება გამოაცხადა

პენტაგონმა ეროვნული გვარდიის სრული მობილიზება გამოაცხადა

06/01/2021 21:23:36 მსოფლიო

კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არულობის ფონზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დედაქალაქის ეროვნული გვარდიის სრული მობილიზება გამოაცხადა.

„დედაქალაქის გვარდია მობილიზებულია, რათა დაეხმაროს ფედერალურ სამართალდამცავ სტრუქტურებს. თავდაცვის მოქმედი მდივანი კრისტოფერ მილერი კონტაქტზეა კონგრესის ხელმძღვანელობასთან და შეიარაღებული ძალების მდივანი რაიან მაკკარტი დედაქალაქის ხელისუფლებასთან მუშაობს“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვრცელდება ცნობა დაჭრილის შესახებ. ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა.

ძალადობა და დესტრუქცია, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს და ის უნდა შეწყდეს ახლავე, – ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

პენსის თქმით, ყველამ, ვინც ამ პროცესში ჩართულია, პატივი უნდა სცეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

მისი განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი ყველა ამერიკელის უფლებაა, თუმცა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიუღებელია და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S