კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა
04/01/2021 13:31:38 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა.
იმნაძის ცნობით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს, იზოლაციაში იმყოფება და "პრაქტიკულად, გამოჯანმრთელებულია". ირკვევა, რომ მას ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა პაციენტი. ამჟამად, მისი კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევა მიმდინარეობს.
პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, შესაბამისად, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
განახლება
რა ვიცით ახალი შტაით ინფიცირებული პაციენის შესახებ


