პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა ან გაიაფდა
04/01/2021 12:18:41 ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 2,4% შეადგინა.გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე მეტად გაუძვირთათ მომმარებლებს:
1. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - ფასი გაიზარდა 42,8%-ით;
2. მზესუმზირის ზეთი - 42,0%-ით;
3. წიწიბურა - 37,6%-ით;
4. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 31,8;
5. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 31,8;
6. კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 31,3;
7. ლობიო ხმელი - 30,6;
8. მშრალი ბატარეა - 29,8;
9. ბავშვის სპორტული ფეხსაცმელი - 28,1;10. მწვანე ლობიო - 26,9.
საქსტატის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:
1. ბუნებრივი აირის გადასახდელი- ფასი შემცირდა 37,4%-ით;
2. წყლის გადასახდელი - (-36,5)%-ით;
3. ნაგვის გატანის გადასახდელი - (- 36,5)%-ით;
4. ელექტროენერგიის გადასახდელი - (- 36,5)%-ით;
5. თვითმფრინავით მგზავრობა - (- 32,7)%-ით;
6. ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი - (- 21,0)%-ით;
7. ქლიავი - (- 19,3)%-ით;
8. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ - (- 18,9)%-ით;
9. ჭარხალი - (- 18,6)%-ით;
10. ატამი - (- 14,9)%-ით.
ინფორმაციისთვის: კომუნალურ გადასახადებზე ფასების კლება გამოწვეულია „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლით.
რაც შეეხება თვეების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს, 2020 წლის დეკემბერში 2020 წლის იანვართან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
1. წიწიბურას ფასი 2020 წლის დეკემბერში იანვართან შედარებით გაიზარდა 43,6%-ით;
2. მზესუმზირის ზეთი - 40,8%-ით;
3. ქორწინების - 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 37,9%-ით;
4. კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 31,6%-ით;
5. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 31,3%-ით;
6. ლობიო ხმელი - 30,6%-ით;
7. მშრალი ბატარეა -30,2%-ით;
8. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 29,3%-ით;
9. ბავშვის სპორტული ფეხსაცმელი - 26,9%-ით;
10. მღებავის მომსახურება - 26,8%-ით;


