Accentnews.ge
ბოლო 11 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 5.9%-ით შემცირდა

ბოლო 11 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 5.9%-ით შემცირდა

31/12/2020 08:21:30 ეკონომიკა

2020 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 5.9% შეადგინა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ნოემბერში ეკონომიკური ვარდნა 7.7% იყო.

2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

"ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დღგ-ის გადამცდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის შემცირებული. ნოემბერში ასევე 11%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც.

ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა იანვარ-ნოემბერში 11%-ით შემცირებულმა ექსპორტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S