რა ფერები იქნება აქტუალური 2021 წელს
30/12/2020 10:43:50 მსოფლიო, საზოგადოება
"The Pantone Color Institute" აცხადებს, რომ 2021 წელს მოდის სამყაროში მთავარი ფერები ნათელი ყვითელი და ნათელი ნაცრისფერი იქნება.
"მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მთავარ ფერებად ორი ფერია დასახელებული, ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან, ისინი ერთმანეთს უჭერენ მხარს. ნაცრისფერი სტაბილურობის ნიშანია, ყვითელი ფერი – იმედისა და ოპტიმიზმის. ეს არის ასპირაციული – ჩვენ ჯერ არ ვართ დასახულ მიზნამდე მისული, თუმცა ვცდილობთ იქ მივიდეთ. როდესაც ნაცრისფერი ღრუბლები იფანტება, ჩვენ ვხედავთ მზეს. ჩვენ არჩევანი არ გაგვიკეთებია მუქ ნაცრისფერზე, ჩვენ ამისგან შორს ყოფნა გვინდოდა, რადგან სადღეისოდ მსოფლიოში ისედაც საკმაო სიბნელეა, რომლის წინაშეც სამყარო პანდემიის გამო დგას", – განაცხადა "The Pantone Color Institute"–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლეატრის ეიზემანმა.
მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული სოციალური და კულტურული ვითარება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წლის ფერის არჩევისას.

"The Pantone Color Institute", რომელიც უზრუნველყოფს ბრენდებისა და პროდუქციის ფერების საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე ტენდენციების პროგნოზებს.
ძნელად მოიძებნება მასშტაბური სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ფერსა და ადამიანის ქცევას შორის უშუალო კავშირს დაადასტურებდნენ. ამბობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ ფერის აღქმა სუბიექტურიაო. მაგალითად, ჩინეთში მიაჩნიათ, რომ წითელი ბედნიერი და იღბლიანი ფერია, თუმცა დიდ ბრიტანეთში ეს ფერი სიბრაზესა და ძალადობასთან ასოცირდება.


