Accentnews.ge
თბილისსა და რუსთავი წყლის ტარიფი ძვირდება

თბილისსა და რუსთავი წყლის ტარიფი ძვირდება

29/12/2020 11:01:14 ეკონომიკა

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1მ³-ზე დაახლოებით 17 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლებისთვის ერთ სულზე დაახლოებით 63 თეთრით იზრდება.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი დაახლოებით ორი თეთრით მცირდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი 1მ³ – 0.50 ლარი იქნება, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) კი ერთ სულზე 4.518 ლარი/

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ³-ის ღირებულება 6.503 ლარი იქნება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დღეს მოქმედი ტარიფები ასეთია: მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ³ – 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე – 3.89 ლარი, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 – 4.4 ლარი.

„რუსთავის წყლის“ მრიცხველის არმქონე მოსახლეობას და კომერციულ სექტორს წყლის ტარიფი გაუძვირდა. უფრო კონკრეტულდ კი, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის წყლის ტარიფი ერთი თეთრით გაიზარდა, მრიცხველის არმქონე აბონენტებისთვის კი დაახლოებით, შვიდი თეთრით იზრდება.

რაც შეეხება კომერციულ სეტქორს, ამ შემთხვევაში წყლის სამომხმარებლო ტარიფი 1მ³-ზე დაახლოებით, 0.059 თეთრით იზრდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება უცვლელი 1მ³-ზე 0.50 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) ერთ სულზე 3.004 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ³-ზე 3.703 ლარი.

დადგენილი ტარიფები ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S