ელექტროენერგია გაძვირდა – რამდენი თეთრით გაიზარდა ტარიფი
29/12/2020 08:20:20 საზოგადოება
დედაქალაქში მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება (დღგ-ს ჩათვლით).
„თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:
- პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;
- მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;
- მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.
- მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.
კომისიის ჰადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც იზრდება.
სემეკ-ის დადგენილების პროექტით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) ასეთი იქნება:
- პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;
- მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;
- მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.
- რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ამ შემთხვევაში ტარიფი საშუალოდ, 11 თეთრით გაიზარდა.
იხილეთ ასევე: მოქალაქეების ნაწილს ძველ და ახალ ტარიფებს შრის სხვაობა დაუსუბსიდირდება


