2021 წლის საუკეთესო საშობაო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისიც მოხვდა
28/12/2020 20:12:38 ეკონომიკა
ამერიკული Forbes 2021 წლისთვის 20 საუკეთესო საშობაო ტურისტულ მიმართულებაზე წერს. მათ შორის მოხვდა საქართველოს დედაქალაქი – თბილისი.
იმისთვის, რომ მოგზაურებს მომავალი წელი დაეგეგმათ, ევროპის საუკეთესო მიმართულებების ორგანიზაციამ (EBD) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა და 100 000-ზე მეტ მოგზაურს 121 ქვეყნიდან სთხოვა ეპასუხათ კითხვაზე: სად ისურვებდით ევროპაში 2021 წელს კათოლიკური შობის გატარებას?
გამოკითხულთა 66% იყო ევროპიდან, ხოლო 34% დანარჩენი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ, კანადა, ავსტრალია და ჩინეთი. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო ქალაქების ტოპ ოცეული: ესენია:
- ბაზელი, შვეიცარია
- ბუდაპეშტი, უნგრეთი
- პოზნანი, პოლონეთი
- ვენა, ავსტრიაბრიუსელი, ბელგია
- ტრირი, გერმანიადრეზდენი, გერმანია
- მადეირა, პორტუგალია
- თბილისი, საქართველო
- მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
- გოვონე, იტალია
- ვილნიუსი, ლიეტუვა
- ტალინი, ესტონეთი
- ბრიუგე, ბელგია
- პრაღა, ჩეხეთი
- ედინბურგი, შოტლანდია
- როტენბურგი, გერმანია
- ნურემბერგი, გერმანია
- ბათი, ბრიტანეთი
მალაგა, ესპანეთი.როგორც Forbes წერს, საქართველოს დედაქალაქი წლის ნებისმიერ პერიოდში ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ტურისტული მიმართულებაა, გამონაკლისი არც შობაა, როდესაც საშობაო ბაზრობები არაერთ ადგილას იმართება. გახსნილ ჯიხურებში კი ვიზიტორებს ხელნაკეთი ნივთების, სუვენირების, ქართული ტკბილეულის, ღვინის და სხვა პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, იმართება მუსიკალური წარმოდგენები, თოჯინების თეატრი, ღია ცის ქვეშა ღონისძიებები და ა.შ.


