Accentnews.ge
„საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე არსებული მაღაზიიდან“

„საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე არსებული მაღაზიიდან“

28/12/2020 10:43:05 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოსტკოვიდური ეკონომიკის მიერ შემოტანილ სიახლეებს ქართულმა ბიზნესმა ფეხი უნდა აუწყოს. ამ კონტექსტში გახარიამ აღნიშნა, რომ ხშირად, სხვა კონტინენტიდან ნივთის გამოწერა უფრო მარტივად ხდება, ვიდრე ეს საქართველოშია შესაძლებელი.

"უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა. პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სხვა კონტინენტიდან ნებისმიერ საქონლის გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე არსებული მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შეძენილი ნივთი. ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა. თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის კეთილდღეობის მიღწევა", - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S