ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
25/12/2020 13:01:24 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2699 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.9870 ლარად შეიძენთ.
25 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2703 ლარი იყო, ხოლო ერთ ევროსი – 3.9881 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 25-ჯერ გაყიდა.


