Accentnews.ge
TBC–ს გენდირექტორი:  „ახლა შეცდომების საშუალება არ არსებობს“

TBC–ს გენდირექტორი:  „ახლა შეცდომების საშუალება არ არსებობს“

25/12/2020 08:01:46 ეკონომიკა

TBC ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში, როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადადგან, რადგან არსებულ ვითარებაში “შეცდომის საშუალება არ არსებობს.”

“2021 წელი ალბათ, საკმაოდ რთული იქნება. შეიძლება, ითქვას, მთავრობამ, ეროვნულ ბანკმა „ბეწვის ხიდზე“ უნდა გაიარონ, რადგან ახლა შეცდომების საშუალება არ არსებობს: მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტი საკმაოდ დეფიციტური იქნება – 7%-ზე მეტი იქნება დეფიციტი. საჭირო იქნება ერთის მხრივ, სოციალური პროექტების განხორციელება, მეორეს მხრივ – ისევ საჭირო იქნება გაგრძელდეს იმ მოცულობით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რომელიც ერთის მხრივ, დასაქმებას და მეორეს მხრივ – ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი იქნება მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო იყოს ინფლაცია და ამავე დროს იყოს გაცვლითი კურსის სტაბილურობა“,– განაცხადა ბუცხრიკიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

“თიბისი ბანკის” გეგმებთან დაკავშირებით ბუცხრიკიძე ამბობს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ბანკი კორონავირუსის გავრცელების გამო კვლავ სირთულეებს მოელის, წლის მეორე ნახევრიდან კი ეკონომიკის გააქტიურებას პროგნოზირებს. შესაბამისად, “თიბისი” წლის პირველ ნახევარში უფრო მეტ დროს დაუთმობს იმ ბიზნესებთან და ფიზიკურ პირებთან მუშაობას, რომელთაც კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S