ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
24/12/2020 13:01:43 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2703 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.9881 ლარად შეიძენთ.
24 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2704 ლარი იყო, ხოლო ერთი ევროსი – 3.9830 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 25-ჯერ გაყიდა.


