
შეკვეთილში მიკროავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაშავებულები
02/07/2019 15:18:08 სხვა, სამართალი
შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დაშავებულთა შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სამი მათგანი კი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს, რამაც რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.