Accentnews.ge
გახარია ლარის სტაბილურობისთვის საჭირო ფაქტორებს ასახელებს

გახარია ლარის სტაბილურობისთვის საჭირო ფაქტორებს ასახელებს

23/12/2020 08:44:42 ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, "სამწუხაროდ, ლარის კურსი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ საკითხად".

როგორც გახარიამ დეპუტატის კითხვის "სტაბილური რყევები იქნება თუ ნახტომისებური?" საპასუხოდ განაცხადა, პრობლემის მოსაგვარებლად სწრაფი ეკონომიკური ზრდაა საჭირო:

„მე შემიძლია მოგიყვეთ, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ჩვენ, მთელი გუნდი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ყველაფერს ვაკეთებთ და ეს ასეც არის, რესურსებიც საკმარისი გვაქვს, რომ დავიცვათ რყევებისგან ლარის კურსი, თუმცა საჭიროა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ბიზნესი და მაქსიმალურად სწრაფად სამუშაო ადგილების აღდგენა. ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები, რითაც უნდა შევინარჩუნოთ ლარის სტაბილურობა.

ვიდრე არ დავუბრუნდებით 2019-2020 წლების ეკონომიკურ მაჩვენებლებს, სოციალურად დაუცველებს და სხვა მოქალაქეებს ლარის კურსის სოციალური ზემოქმედების ნაწილში აუცილებლად დავუდგებით გვერდში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S