
როგორ გეგმავს მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას: „არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს“
23/12/2020 09:00:33 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საქართველოს თამამი, სწრაფი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
როგორც გახარიამ პარლამენტში დეპუტატის კითხის საპასუხოდ განაცხადა, იქნება ინდივიდუალური მიდგომები, რომ ინვექტორმა კომფორტულად იგრძნოს თავი.
მისივე თქმით, პრიორიტეტული იქნება მაღალი ტექნოლოგიური დარგები, ლოჯისტიკა – ყველაფერი, რაც გადაზიდვებთან არის დაკაშირებული და მთავრობა ასევე მიესალმება სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციებს.
„მოგვიწევს საკმაოს თამამი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა: იმხელა იქნება გლობალური კონკურენცია პირდაპირი უცხოური უნვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რომ მხოლოდ „დუინგ ბიზნესში“ კარგი პოზიციები, სხვადასხვა სამართლებრივი გამარტივებული პროცედურები, დაბალი კორუფციული რისკენი და ა.შ. არ იქნება საკმარისი. ამიტომ, აქ მოგვიწევს სწრაფი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს იქნება ინდივიდუალური მიდგომა და აქ არ იქნება არანაირი წესები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ინდივიდუალური მიგომის თვალსაზრისით სრულად იქნეს უზრუნველყოფილი, რომ ინვესტორება კომფორტურად იგრძნონ თავი“,– განაცხადა გახარიამ პარლამენტში მოსმენისას.