Accentnews.ge
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება

02/07/2019 12:55:32 სხვა, საზოგადოება

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლების გამოკითხვა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

„დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი „სპექტრუმ კონსალტინგი“ საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით 3 ივლისს, ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლების მოკლე გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა შედგება შემთხვევითი შერჩევის ფორმით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე. გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ცნობით, მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული.​ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს არტერიებზე, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირსა და ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობის რეკომენდაცია თბილისის მერიას კომპანია „სისტრამ“ მისცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S