Accentnews.ge
"კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, შეერთებულ შტატებშიც იყოს"

"კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, შეერთებულ შტატებშიც იყოს"

22/12/2020 06:07:46 მსოფლიო

"კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, შეერთებულ შტატებშიც იყოს", – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან გამომწვევი კორონავირუსი RNA [რიბონუკლეინის მჟავა — პოლინუკლეოტიდი. დნმ-სგან განსხვავებით მისი მოლეკულა ერთჯაჭვიანია. რნმ მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში]ვირუსია, ამიტომ ის ხშირად განიცდის მუტაციას.

ფაუჩის თქმით, მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები. მისი განცხადებით, როგორც ჩანს, ის ვირუსს უფრო ლეტალურს არ ხდის.

„ის ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს და როგორც ჩანს, ზეგავლენას არც იმ ვაქცინის ეფექტზე ახდენს, რომელსაც ახლა ვაქცინაციისთვის ვიყენებთ",- აღნიშნა ფაუჩიმ.

იგი მიიჩნევს, რომ აშშ–ის მიერ გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე აკრძალვის დაწესება ნაადრევია, ვინაიდან „სამოგზაურო ლოქდაუნის“ გამოცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაუჩის თქმით, იგი ფიქრობს, რომ უმჯობესია, გაერთიანებული სამეფოდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო ტესტირება დაწესდეს.

იხილეთ ასევე: ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი სახეობაა დაფიქსირებული და რა ვიცით ამ დროისთვის შტამის შესახებ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S