Accentnews.ge
ბრიტანელი მეცნიერი: "Covid-19-ის ახალ შტამს აქვს უფრო მეტი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ"

ბრიტანელი მეცნიერი: "Covid-19-ის ახალ შტამს აქვს უფრო მეტი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ"

21/12/2020 17:14:45 მსოფლიო

Covid-19-ის ახალ შტამს, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, აქვს უფრო მეტი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან არსებული "ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის საფრთხეების მრჩეველთა ჯგუფის" წევრმა პროფესორმა ნილ ფერგიუსონმა განაცხადა.

"არსებობს მინიშნება, რომ კორონავირუსის ახალ სახეობას აქვს უფრო მეტი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ ... რა მიზეზით ხდება ეს, ჯერ–ჯერობით არ გვაქვს დადგენილი, მაგრამ მონაცემებში ვხედავთ ამ შედეგს", – განაცხადა ფერგიუსონმა.

იხილეთ ასევე: ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი სახეობაა დაფიქსირებული და რა ვიცით ამ დროისთვის შტამის შესახებ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S