Accentnews.ge
"არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყებას მიეცეს საქართველოსთვის ნომერ პირველი გამოწვევა - ოკუპაცია"

"არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყებას მიეცეს საქართველოსთვის ნომერ პირველი გამოწვევა - ოკუპაცია"

21/12/2020 16:03:55 საგარეო პოლიტიკა

"არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყებას მიეცეს საქართველოსთვის ნომერ პირველი გამოწვევა - ოკუპაცია", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ–ფორმატში იმართება.

გახარიამ განაცხადა, რომ "მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი".

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი გამოწვევა და მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, მუშაობა, პოლიტიკის კეთება, ოკუპაცია და რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, არ მივცეთ არავის იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყებას მიეცეს საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა - ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა გახარიამ.

ამასტან მან დიპლომატებს მადლობა გადაუხადა:

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოწვევებით სავსე, დიპლომატიისთვის არა, საერთოდ, ადამიანის ქცევისთვის, სოციალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის აბსოლუტურად ახალ პირობებში, რამდენად შევძელით და შევინარჩუნეთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დედაქალაქებში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S