Accentnews.ge
პრეზიდენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების დაწყებას მიესალმება

პრეზიდენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების დაწყებას მიესალმება

02/07/2019 10:15:36 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების დაწყებას მიესალმება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ათონელის სასახლეში დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მოისწრაფიშვილის თქმით, პოლიტიკური დიალოგისკენ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა და ქვეყანაში ვითარების განსამუხტად საკონსულტაციოდ და კონსესუსის მისაღწევად პირადი ჩართულობაც შესთავაზა. 

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია. ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც ძალაში რჩება საპრეზიდენტო პლატფორმის საკონსულტაციოდ გამოყენების შეთავაზება“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

იხილეთ ასევე: "პროპორციული არჩევნები": მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S