Accentnews.ge
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის იანვარ–ნოემბერში –საქსტატის მონაცემები

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის იანვარ–ნოემბერში –საქსტატის მონაცემები

21/12/2020 08:24:13 ეკონომიკა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.4% შეადგინა,– საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 445.9 მლნ. აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 399.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 396.6 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მომაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0% შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 257.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 789.1 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 646.3 მლნ. აშშ დოლარით.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 1 429.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 185.7 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 1 092.2 მლნ. აშშ დოლარით.

ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6%–ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.3%–ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 7 186.0 მლნ. აშშ დოლარს (15.9%–ით ნაკლებია).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 677.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.4%–ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 364.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 231.6 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 680.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 494.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 451.0 მლნ. აშშ დოლარით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S