დღეს უჩვეულო ასტრონომიული მოვლენის დაკვირვებას შეძლებთ

21-12-2020 11:15:46 ეს საინტერესოა

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა დადგება, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იქნება ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამე. ეს არის მომენტი, როცა დედამიწის ღერძი მაქსიმალურადაა გადახრილი მზისგან, რომელიც სამხრეთის ტროპიკის პარალელის ზევით, ცაზე მაქსიმალურად სამხრეთით იქნება განლაგებული. ნაბუნიობის დადგომა ასტრონომებისთვის ეგრეთ წოდებული "ასტრონომიული ზამთრის" დასაწყისს აღნიშნავს.

ზამთრის მზებუდობა, რომელიც თბილისის დროით 14:02-ზე დადგება წელს განსაკუთრებულ ასტრონომიულ მოვლენას ერთვის: მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა – სატურნი და იუპიტერი უაღრესად იშვიათ პლანეტარულ განლაგებას მიიღებენ, უფრო ახლოს აღმოჩნდებიან ერთმანეთთან ვიდრე ბოლო 400 წლის განმავლობაში. ამ მოვლენას ასტრონომები "დიდ შეერთებას" უწოდებენ.

დღევანდელ დიდ შეერთებაზე დაკვირვებას თითქმის ყველა შეძლებს. დედამიწიდან გიგანტური პლანეტები ერთმანეთთან ძალიან ახლოს გამოჩნდება, როგორც ერთი კაშკაშა ორმაგი პლანეტა. დასაკვირვებლად იდეალური დრო 21 დეკემბერს, მზის ჩასვლიდან 45 წუთის შემდეგ იქნება.

რიგი მკვლევარები თვლიდნენ, რომ ძვ.წ. 7 წელს მომხდარი სატურნის და იუპიტერის მსგავსი შეერთება იყო "ბეთლების ვარსკვლავის" ან "საშობაო ვარსკვლავის" ცნობილი ბიბლიური ამბავის შთაგონების წყარო მათეს სახარებიდან, რომელშიც სამ ბრძენ კაცს ქრისტეს შობის შესახებ ვარსკვლავმა აუწყა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები