იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა
21/12/2020 05:42:45 მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პაციენტი და მისი პარტნიორი გაერთიანებული სამეფოდან სამშობლოში რამდენიმე დღის წინ ავიარეისით დაბრუნდნენ და ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ გაერთიანებული სამეფოდან ფრენები 6 იანვრამდე შეაჩერა.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების თქმით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია. ახალი შტამის გამო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა.


