Accentnews.ge
ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს

ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს

21/12/2020 05:32:43 მსოფლიო

ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს. მიზეზად კორონავირუსის ახალი შტამი სახელდება.

საფრანგეთმა კვირიდან 48 საათის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა.

გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ და ნიდერლანდებმა გაერთიანებული სამეფოდან ფრენები დროებით შეწყვიტეს. გარდა ამისა, ირლაინდიამ გაერთიანებული სამეფოდან ავია და საზღვაო რეისები 48 საათით აკრძალა დააწესა.

რაც შეეხება ბულგარეთს, მან გაერთიანებული სამეფოდან ფრენები 31 იანვრამდე აკრძალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი და ჩეხეთი.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების თქმით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S