
ტრამპი: „ირანს აშშ–ის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება“
14/05/2019 06:20:35 სხვა, მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება.
„თუ ირანი აშშ–ის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ეს უდიდესი შეცდომა იქნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა.
2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა და გერმანიამ მოაწერეს.