
თურქეთის პორტში ტანკერი აფეთქდა – არიან დაღუპულები
02/07/2019 09:50:46 სხვა, მსოფლიო
თურქეთში, იზმირის პროვინციაში მდებარე ალიაგას პორტში ტანკერი აფეთქდა. მომხდარს ეკიპაჟის ერთი წევრი ემსხვერპლა, დაშავებულია ეკიპაჟის კიდევ 15 წევრი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტანკერზე, რომელიც თხევადი ჰიდროკარბონატით იყო დატვირთული ცეცხლი გაჩნდა.
მომხდარის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ამჟამად პოტი დახურულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.