ლარი მცირედით გამყარდა
18/12/2020 12:48:41 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2747 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 4.0135 ლარად შეიძენთ.
18 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2846 ლარი იყო, ერთ ევროსი – 4.0154 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 25-ჯერ გაყიდა.


