“ენგურჰესის” მიერ გამომუშავებადი ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
18/12/2020 12:53:16 ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებადი ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა.
როგორც კომისიაში განაცხადეს, მანამდე ტარიფი კვტ/სთ-ში 1.358 თეთრს შეადგენდა, 2021-2023 წლებში კი ის 1.857 თეთრი იქნება.
მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფი “ვარდნილჰესისთვისაც” გაზარდა, ოთხი ქართული ჰიდროელექტროსადგურისთვის (რიონი, ლაჯანური, ძევრული, გუმათი) კი პირიქით, შეამცირა.
«ენგურჰესი» საქართვლოს უმსხვილესი ელექტროსადგურია. მისი დამბა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მართვის პულტი – აფხაზურ მხარეს. 2021 წლის 15 თებერვალს სადგურის რემონტი დაიწყება, რომელიც დაახლოებით 3,5 თვეს გასტანს.აფხაზური მხარე “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს უფასოდ იღებს.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მთელი საქართველოსთვის ელექტროენერგიის ტარიფს წლის ბოლომდე უნდა გადახედოს.


