Accentnews.ge
„სასტუმროში წაიყვანეს მძიმე პაციენტი: 40–ზე მეტი ჰქონდა სიცხე“ – დაგვიანებულ რეაგირებაზე კიდევ ერთი ოჯახი საუბრობს

„სასტუმროში წაიყვანეს მძიმე პაციენტი: 40–ზე მეტი ჰქონდა სიცხე“ – დაგვიანებულ რეაგირებაზე კიდევ ერთი ოჯახი საუბრობს

18/12/2020 12:30:12 საზოგადოება

რუხის კლინიკაში ფოთის მცხოვრები 31 წლის გიორგი მიმინოშვილის გარდაცვალებას ოჯახი არასათანადო მკურნალობას და ექიმების გულგრილობას უკავშირებს. ის კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.

ოჯახი ყვება, რომ ახალგაზრდა კაცი თავდაპირველად ქობულეთის კოვიდსასტუმროში 11 დეკემბერს გადაიყვანეს, სამ დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც, ის რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახალგაზრდა 18 დეკემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა.

"სამი დღე სიცხიანი თავად დადიოდა ექიმთან რომ ტესტი აეღოთ. შემდეგ სასტუმროში ძალიყვანეს ასეთი მძიმე პაციენტი და რა გაუკეთეს? არაფერი: მირეკავდა, 40 და უფრო მაღალი ჰქონდა ყოველ დღე სიცხე. უყურადღებობით მოკლეს",– განაცხადა ახალგაზრდის მეუღლემ.

ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო პროცედურები, მათ შორის დიაგნოსტიკა, კომპიუტერული ტომოგრაფია დაგვიანებით ჩატარდა, დაგვიანებულმა რეაგირებამ კი ახალგაზრდა კაცის, რომელსაც თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, გარდაცვალება გამოიწვია.

იხილეთ ასევე: რატომ ვერ მოხერხდა 29 წლის პაციენტის გადარჩენა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S