Accentnews.ge
საქართველომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წინაშე დავალიანება სრულად დაფარა

საქართველომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წინაშე დავალიანება სრულად დაფარა

18/12/2020 12:43:33 ეკონომიკა

საქართველომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წინაშე დავალიანება სრულად დაფარა. ამის შესახებ სააგენტო “ტრენდს” “SOCAR Georgia”-ს გენერალურმა დირექტორმა მახირ მამედოვმა განუცხადა და იქვე დასძინა, რომ ეს “მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯია”.

«საქართველოს SOCAR-ის წინაშე დავალიანება გააჩნდა და კონტრაქტის თანახმად, ვალი 4 წლის განმავლობაში უნდა დაებრუნებინა. ქვეყანამ ეს ვალი ერთიანად დაფარა», – განმარტა მან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველო აზერბაიჯანისგან 200 მლნ კუბურ მეტრ “სოციალურ გაზს” შემცირებული ტარიფით მიიღებს. შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.

«საქართველოსთვის ეს ფასი დავწიეთ, რადგან წინა ფასი მაღალი იყო და თანამედროვე რეალობას ჩამორჩებოდა. საქართველოს ეს შესაძლებლობას აძლევს, სოციალურ ბაზარზე ფასის სტაბილიზება მოახდინოს», – განმარტა მახირ მამედოვმა.

რაც შეეხება სამომავლოდ მსგავსი საშეღავათო კომპანიების გაგრძელებას, SOCAR Georgia-ს გენდირექტორის თქმით, ეს სამომავლო მოლაპარაკებების მიხედვით გადაწყდება.

«ჩვენი კონტრაქტი – ეს ცოცხალი მექანიზმია და ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მისი ცალკეული დებულებების თაობაზე, ვხვეწთ მას ან მის ადაპტირებას ვახდენთ ამა თუ იმ სიტუაციისადმი. მით უფრო, რომ ბოლო წელი პანდემიის გამო სრულიად განსხვავებული იყო. მსოფლიო ბაზარზე დრამატულად ეცემოდა ნავთობისა და გაზის ფასი, რომლითაც ეს პროდუქცია გრძელვადიანი კონტრაქტებით ადგილზე მიეწოდებოდა», – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S