Accentnews.ge
„იანვარში პერსონალის შენარჩუნებას ვეღარ შევძლებთ“ - ბიზნეს–სექტორი თურნავას ხვდება

„იანვარში პერსონალის შენარჩუნებას ვეღარ შევძლებთ“ - ბიზნეს–სექტორი თურნავას ხვდება

18/12/2020 12:20:19 ეკონომიკა

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ბიზნეს ომბუდსმენთან ერთად ეკონომიკის მინსიტრის ნათია თურნავას უკვე ერთ საათზე მეტია ხვდებიან.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ 24 დეკემბრიდან მუშაობის გაგრძელების მოლოდინი აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ პერსონალის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ.

"10 მილიონი გვიჯდება ერთი დღეს, შესაბამისად დაგვიანებული ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ ჩვენ იმ შემოსავლების გენერაცია შევძლოთ, საიდანაც გავისტუმრებთ ჩვენ მომწოდებლებს, როგორც ჩვენ საოპერაციო ხარჯებს ასევე პერსონალის დავალიანებასაც. დეკემბერში ჩვენ სამუშაო ადგილს, რომელიც ჩვენზე პირდაპირ არის დამოკიდებული ვინარჩუნებთ, იანვრიდან ამას სამწუხაროდ ვეღარ შევძლებთ", - ამბობს ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი.

ისინი შეხვედრაზე საკუთარ წინადადებებსაც წარადგენენ, რომელთა შორისაა, სავაჭრო ობიექტებისთვის მუსაობის უფლების შედარებით გვიანობამდე მიცემა.

თემის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მოწოდება იქნება, 24 იანვრიდან შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრები 28 ნოემბრიდან დახურულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S