თურნავას თქმით, კომპანიებს გაზი არ გაუძვირდებათ
17/12/2020 09:28:04 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ “თბილისი ენერჯი” კომპანიებისთვის გაზის კომერციული ტარიფს აღარ გააძვირებს.
როგორც თურნავა ამბობს, გადაწყვეტილება კომპანიამ მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.
“თბილისი ენერჯისთან” არაერთი კომუნიკაცია გვქონდა და რამდენადაც ჩვენ ვიცით, რადგან ეს რეგულირებადი ტარიფი არ არის, ამ ეტაზე ეს ტარიფი არ გადაიხედება,” – განაცხადა თურნავამ.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას ნიშნავდა “ტარიფის არგადახედვა”, თურნავამ თქვა, რომ კომერციული გაზის საფასური არ შეიცვლება.
“ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა და ეს ინფორმაცია გვაქვს. შესაძლოა, ბიზნესს ხარჯები ეზრდებოდეს, თუმცა ხედავდეს რომ ამავდროულად მოსახლეობისა და ბიზნესების გადამხდელუნარიანობა კითხვის ქვეშ არის. არ არის მატივი წელი, რთული წელია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ბიზნესი თუ უფრო მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ შეძლებს ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა,” – აცხადებს თურნავა.
კომპანია ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის გაზმომარაგების პროცესში:
„კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით“.


