
ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა
02/07/2019 07:17:53 სხვა, საზოგადოება
კონოფილმ “ნამეს” ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა.
გიორგი შველიძესთან ერთად აკადემიის ახალ წევრებად დაასახელეს ადელი, უინსტონ დიუკი, ელიზაბეტ მოსი, ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომას ჰოლანდი.
შველიძე ამერიკის პირველი ქართველი კინოაკადემიკოსი არ არის. აქამდე კინოაკადემიის წევრებად დასახელებული იყვნენ რეჟისორები ნანა ჯორჯაძე (2017 წელს) და ზაზა ურუშაძე (2015 წელს).
გიორგი შველიძემ 2019 წლის თებერვალში ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი პრიზიც მიიღო.