რეგულარული ფრენების აღდგენა 1 თებერვლამდე გადაიდო – რომელ მიმართულებებს არ ეხება აკრძალვა
16/12/2020 17:29:08 ეკონომიკა
რეგულარული ფრენების აკრძალვა 2021 წლის 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი გამოსცა. შეზღუდვა ნოემბრის და დეკემბრის მსგავსად, მხოლოდ 14 მიმართულებას არ ეხება. აქედან ოთხში რეგულარული ფრენები ოქტომბერშიც სრულდებოდა, ნოემბრიდან კი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა კიდევ 7 ქალაქში აღდგა. დანარჩენი მიმართულებებით ფრენაზე ავიაკომპანიები ჯერჯერობით უარს ამბობენ.
შეზღუდვა არ ეხება შემდეგ მიმართულებებს:
თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
თბილისი-პარიზი (Air France და აირზენა)
თბილისი-ვარშავა (Lot)
თბილისი-ბერლინი (აირზენა)
თბილისი-ათენი (ეგეოსის ავიახაზები)
თბილისი-ამსტერდამი (აირზენა)
თბილისი-ვენა (აირზენა)
თბილისი-დოჰა (კატარის ავიახაზები)
ქუთაისი-რიგა (Wizzair -მა შეზღუდვების გამო, ფრენები გააუქმა და მარტში აპირებს რეისების აღდგენას).
ქუთაისი-კატოვიცე (Wizzair - ფრენები გაზაფხულზეა დაგეგმილი)
ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair - შეზღუდვების გამო, მხოლოდ დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში შეასრულებს სამ რეისს)
ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair - შეზღუდვების გამო, იანვარში აპირებს რეისების აღდგენას)
თბილისი-რიგა (Air Baltic -მა ნოემბრის და დეკემბრის ფრენები გააუქმა)
თბილისი-მილანი (Ryanair - ჯერჯერობით, ავიაკომპანიას არაფერი უთქვამს ფრენების განახლებაზე და არც ბილეთები იყიდება).
ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა თებერვალში აპირებს რეგულარულ ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნას.


