ლარი მცირედით გამყარდა
16/12/2020 13:02:01 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2811 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 4.0043 ლარად შეიძენთ.
დღეს ერთი აშშ დოლარი 3.2905 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 4.0006 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 25-ჯერ გაყიდა.


