Accentnews.ge
ირანის პრეზიდენტი: "ბაიდენის მოსვლით ბედნიერები არ ვართ, მაგრამ ტრამპის წასვლა გვიხარია"

ირანის პრეზიდენტი: "ბაიდენის მოსვლით ბედნიერები არ ვართ, მაგრამ ტრამპის წასვლა გვიხარია"

16/12/2020 10:46:54 მსოფლიო

"ბაიდენის მოსვლით ბედნიერები არ ვართ, მაგრამ ტრამპის წასვლა გვიხარია", – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა სამთავრობო საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰასან რუჰანის თქმით, აშშ-ში კანონის ყველაზე მეტად დამრღვევი პირი მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ეს ტირანი, რომელიც არაფრის მიმართ არ გრძნობდა ვალდებულებას, ჩამოაგდეს. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველასთან, რომელთაც სურთ, აირჩიონ ურთიერთქმედების გზა“, – განაცხადა რუჰანიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ–სა და ირანს შორის ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში უკიდურესად დაიძაბა. 2018 წელს აშშ–მა ბირთვული შეთანხმება დატოვა და ქვყნის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აღადგინა. გარდა ამისა, წაშინგტონმა თეირანს ახალი სანქციების დაუწესა.

17 ნოემბერს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ტრამპი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 თვე ჰქონდა დარჩენილი, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შესაძლო ვარიანტებით დაინტერესდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S