Accentnews.ge
მედია – ტრამპი გასულ კვირას ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შესაძლო ვარიანტებით დაინტერესდა

მედია – ტრამპი გასულ კვირას ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შესაძლო ვარიანტებით დაინტერესდა

17/11/2020 11:09:04 მსოფლიო

აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტო დონალდ ტრამპი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 თვე დარჩა, გასულ კვირას ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შესაძლო ვარიანტებით დაინტერესდა, – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის განხორციელების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებით შეკითხვები თეთრ სახლში გამართულ ერთ–ერთ დახურულ შეხვედრაზე გააჟღერა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ახალი თავდაცვის მდივანი კრისტოფერ მილერი ესწრებოდნენ.

„მან ვარიანტები იკითხა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე სცენარი დაუსახელეს და ამის შემდეგ პრეზიდენტმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უკან დაეხია", – წერს გამოცემა ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

მედიაში გავრცელებულ ხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თეთრ სახლში კომენტარს ჯერ–ჯერობით არ აკეთებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S