
Facebook-ის ოფისის 4 შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა
02/07/2019 05:39:14 სხვა, მსოფლიო
აშშ-ში, Facebook-ის ოფისის 4 შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა, გარდა ამისა, 2 ადამიანია ნერვულ აგენტ ზარინთან შესაძლო კონტაქტის გამო პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც Deutsche Welle წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სილიკონის ველში მდებარე კომპანიის საფოსტო განყოფილებამ ტოქსიკური ნივთიერების შემცველი ამანათი მიიღო. სახანძრო სამსახურის ცნობით, Facebook-ი ყველა შემოსულ ამანათს ამოწმებს.
ზარინი ძლიერი ტოქსიკური ნივთიეებაა, რომელიც ნერვულ სისტემას ანადგურებს. მას ქიმიურ იარაღად იყენებენ.