Accentnews.ge
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის ხელშეკრულება გაფორმდა

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის ხელშეკრულება გაფორმდა

16/12/2020 08:34:05 საზოგადოება, რეკლამა

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსაახლებლად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია „სინოჰიდრო“-ს წარმომადგენელმა, ბატონმა ჰე პენმა მოაწერეს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი აფინანსებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488 ლარია.

ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, უკვე ექსპლუატაციაში შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, რომელიც ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთს მოიცავს. ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქი ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდა და ამ გზის გავლა 20 წუთის ნაცვლად 10 წუთშია შესაძლებელი.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება", – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S