გერმანიაში Covid-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
16/12/2020 07:11:20 მსოფლიო
გერმანიაში Covid-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებამ 952 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა ინფიცირების 27 728 ახალი შემთხვევა.
პანდემიის დაწყების დროიდან გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების 1 379 238 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 23 427-ს შეადგენს.
გერმანიამ დღეიდან შეზღუდვები გაამკაცრა. კერძოდ, მაღაზიები (სასურსათოს გარდა) დაიკეტა. სკოლებში არდადეგები 10 იანვრამდე გახანგრძლივდა. ახალი შეზღუდვები ქვეყანაში 10 იანვრამდე იმოქმედებს.
ცნობისთვის: კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.
გამკაცრებული ზომები შობის დღესასწაულზე მცირედით შემსუბუქდება და თითოეულ ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ოთხ ახლობელს უმასპინძლოს.
რაც შეეხება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პროცესს, გერმანია აღნიშნულს 20 დეკემბერის შემდეგ გეგმავს.
იხილეთ ასევე: რატომ ვერ იწყება ვაქცინაციის პროცესი, გერმანიაში, სადაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს


