Accentnews.ge
რატომ ვერ იწყება ვაქცინაციის პროცესი, გერმანიაში, სადაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

რატომ ვერ იწყება ვაქცინაციის პროცესი, გერმანიაში, სადაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

15/12/2020 18:24:32 მსოფლიო

გერმანიაში, სადაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, ვაქცინაციის პროცესი ამ დრომდე ვერ იწყება. მიზეზი ევროკავშირის სარეგულაციო სააგენტოს მიერ გერმანულ-ამერიკული წარმოების BioNTech /Pfizer-ის ვაქცინის არდამტკიცებაა.

გერმანიის მთავრობა ევროკავშირის სარეგულაციო სააგენტოს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით განიხილოს და დაამტკიცოს BioNTech /Pfizer-ის ვაქცინა. თავის მხრივ, სააგენტოში აცხადებენ, რომ ვაქცინის დასამტკიცებლად ისედაც დაჩქარებული წესით მუშაობენ.

BioNTech /Pfizer-ის ვაქცინა უკვე ავტორიზებულია აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, თუმცა ევროკავშირში არსებული რეგულაციების გამო ვაქცინას ვერც გერმანია და ვერც ორგანიზაციაში შემავალი 27 ქვეყანა ჯერ–ჯერობით ვერ იყენებს.

პარალელურად, გერმანიის ექიმთა ასოციაციამ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ვაქცინისთვის ავტორიზაციის ამ დრომდე არმინიჭების გამო. ექიმები მთავრობას მოუწოდებენ, თუ პროცესი გაჭიანურდება, გერმანიის მთავრობამ BioNTech /Pfizer-ის ვაქცინა​ს დამოკუდებლად მიანიჭოს ავტორიზაცია.

გერმანიაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსის ერთ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 22 000–ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S