მძიმეა 1000–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა
16/12/2020 06:55:30 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისზე მოდის. კერძოდ, რეგიონების მასშტაბით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა,
აჭარა - 280,
იმერეთი - 533,
ქვემო ქართლი - 254,
შიდა ქართლი - 283,
გურია - 66,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269,
კახეთი - 153,
მცხეთა-მთიანეთი - 85,
სამცხე-ჯავახეთი - 76,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, მათგან 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 19 976 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათ შორის, თბილისში - 497, აჭარაში - 148, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 51, იმერეთში - 53.


