საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
16/12/2020 06:49:52 საზოგადოება
მთავრობის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, გარდაიცვალა 39 ადამიანი.
„მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია“,– აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ქვეყანაში ჯამში კოვიდ–ინფიცირების 198 387 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 167 281-მდე, გარდაიცვალა 1 922 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით.


