Accentnews.ge
წულუკიანი – „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს: "ჩვენ თქვენ "რუსთავი 2" დაგიბრუნეთ"

წულუკიანი – „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს: "ჩვენ თქვენ "რუსთავი 2" დაგიბრუნეთ"

15/12/2020 20:24:16 პოლიტიკა, საზოგადოება

"ჩვენ თქვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის სადარაჯოზე", – ასე მიმართა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2" -ის ჟურნალისტებს.

აღნიშნული განცხადება წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა მას „რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართულებით გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვეს.

"კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით ხოლმე იმიტომ, რომ გვარამია აღშფოთდება“, – განუცხადა წულუკიანმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ თამარ ურუშაძეს.

კიდევ ერთი ჟურნალისტის ირაკლი იმნაიშვილის რეპლიკაზე, რომ "არხი მის ახლანდელ მფლობელს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა, წულუკიანმა შემდეგი განაცხადა:

"უი, რას ამბობთ, არ გვინდა თავიდან ჩხუბი. ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. "ქართულ ოცნებასა" და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინათ და კანონიერება აღდგა თავისით ამ საქმეზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S