წულუკიანი – გვარამიაზე: "მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!"
14/12/2020 11:23:21 პოლიტიკა
"მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!", – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გუშინდელი გადაცემის მონოლოგს, რომლის დროსაც, მან პროკურატურა მისი ოჯახის წევრების თვალთვალში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული? ჩვენც გვყავს პატარა შვილები. „ტვ პირველი“ ჩემს სახლში ბევრჯერ ხართ ბავშვების თანდასწრებით შემოვარდნილები და ამიტომ ცოტა ტონს დაუწიეთ. „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმიშვილებთან მოტყუებით მიკროფონით არიან შევარდნილები სახლებში. თუ ნიკა გვარამიას ჰყავს ოჯახი, სხვებსაც გვყავს და დაიცავით. ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე არ გადმოვყრი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე შეფასებით, "ნიკა გვარამიას პერფორმანსები და თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე":
"მისი ისტერიკა, ალბათ, სხვა სიტყვა არ შეეფერება, სამწუხაროდ, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახეა. ეს ძალიან მძიმე სანახაობაა პიროვნულად და ადამიანურად, რადგან მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება. ამას ისახავდნენ მიზნად ის და თანამებრძოლები. ეს გეგმა ჩაფუშულია".


