Accentnews.ge
ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით აიკრძალება

ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით აიკრძალება

01/07/2019 17:11:48 სხვა, საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე შპს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო 1 ივლისის 24:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება.

„მოძრაობა ასევე აკრძალული იქნება: - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით, ევროპის მოედნის მიმართულებით; - მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნისა და მეტეხის ხიდის გავლით, ვახტანგ გორგასალის და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. 2 ივლისის 09:00 საათამდე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით, მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა დაკეტილი იქნება). 9 საათის შემდეგ კი ამ მიმართულებებზეც აიკრძალება ავტოტრანსპორტით გადაადგილება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S