ლარი გაუფასურებას განაგრძობს
15/12/2020 13:01:10 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2905 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 4.0006 ლარად შეიძენთ.
დღეს ერთი აშშ დოლარი 3.2889 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9954 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 25-ჯერ გაყიდა.


